მიმდინარე წლის ივლისში ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 12.7% შეადგინა. სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი მაის-ივნისშიც 12.7% იყო. ბოლო ერთ წელიწადში სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 0.1% პუნქტით არის შემცირებული.
ცალკე აღებულ ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 15.8%-ია. მათ შორის, იურიდიულ პირებზე ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 11.3%-ია, ხოლო ფიზიკურ პირებზე 19.9%. ივნისთან შედარებით იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი არ შეცვლილა, ხოლო ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებისათვი 0.1% პუნქტით შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.3% პუნქტით შემცირდა.
უცხოურ ვალუტაში (რეალურად დოლარში) გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7.8%-ია. მათ შორის, იურიდიულ პირებზე ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 11.3%-ია, ხოლო ფიზიკურ პირებზე 7.1%. ივნისთან შედარებით იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2% პუნქტით შემცირდა, ხოლო ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებისათვი 0.3% პუნქტით. ბოლო ერთ წელიწადში დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.2% პუნქტით შემცირდა.
ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საროცენტო განაკვეთების ცვლილება.