საქართველოში საბანკო სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 55%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის პირველი მაისისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.73 პროცენტი შეადგინა. 2017 წლის მეორე კვარტალში უცხოური ვალუტის სესხების მოცულობა მთლიანი სესხების 57.7%-ს შეადგენდა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ამავე პერიოდში უცხოური ვალუტის სესხების წილი მთლიან სესხებში შემდეგი იყო:
- სომხეთი – 61.9%
- მოლდოვა – 40%
- თურქეთი – 31.2%
- უკრაინა – 48.6%
- რუსეთი – 27.1%
- პოლონეთი – 24.1%
- ესტონეთი – 0.7%
- ლატვია – 19.4%
- ლიეტუვა – 19.4%
- გერმანია – 10.4%
- გაერთიანებული სამეფო – 57.3%
წყარო: ეროვნული ბანკი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი