რუსეთის მტკიცებით, სამხედროები უკრაინაში ახალ ლაზერულ იარაღს იყენებენ

რუსეთის მტკიცებით, სამხედროები უკრაინაში ახალ ლაზერულ იარაღს იყენებენ

18 მაისს რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში დრონების წინააღმდეგ ახალი თაობის მძლავრ ლაზერულ იარაღს იყენებენ. რუსების განცხადებით, დასავლურ იარაღთან გასამკლავებლად რუსეთს საიდუმლო იარაღის გამოყენება უხდება.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, წყალქვეშა ბირთვული დრონები, ჰიპერბგერითი და ლაზერული იარაღები 2018 წელს წარადგინა. თუმცა, ახალი ლაზერული იარაღის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ერთ-ერთ ვერსიას ვლადიმერ პუტინის განცხადებით Peresvet-ი ჰქვია.

რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილისა და სამხედრო განვითარებაზე პასუხისმგებელი პირის, იური ბორისოვის განცხადებით, Peresvet-ს რუსული არმია უკვე დიდი ხანია იყენებს და მას დედამიწიდან 1500 კილომეტრზე მყოფი სატელიტების „დაბრმავება“ შეუძლია.

მისი განცხადებით, რუსულ შეიარაღებაში უკვე არსებობს Peresvet-ზე ბევრად უფრო მძლავრი ლაზერული იარაღიც, რომელსაც დრონებისა და სხვა აღჭურვილობის დაწვა შეუძლია. მისი ინფორმაციით, ასეთი იარაღით რუსებმა 5 კილომეტრით დაშორებული დრონი 5 წამში გაუვნებელყვეს.

იური ბორისოვმა სახელმწიფო ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამგვარი ლაზერული იარაღის, სახელად Zadira-ს პირველი პროტოტიპი რუსმა სამხედროებმა უკვე გამოიყენეს უკრაინაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული ამბავი დაცინვით მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის მიერ გავრცელებულ პროპაგანდისტულ სიახლეებს შეადარა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *