საბანკო სესხების დოლარიზაცია 58 პროცენტამდე შემცირდა

საბანკო სესხების დოლარიზაცია 58 პროცენტამდე შემცირდა

2017 წლის აგვისტოში, წინა თვესთან (ივლისთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 79 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 30 მლნ დოლარით შემცირდა.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.2 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 17 მლნ დოლარით. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 58%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 64.1% იყო.

აგვისტოში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1.7 მლნ ლარით გაიზარდა და 430 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.2%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის პირველ სექტემბერს 2.5% იყო.

2017 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 1.3% პუნქტით გაიზარდა და 17.4% შეადგინა. ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 1.6% პუნქტით გაიზარდა და 22.0%-ის დონეზე განისაზღვრა, ხოლო უხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი აგვისტოში განაკვეთი 0.3% პუნქტით გაიზარდა და 8.5% შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.