საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია White Stream-სა და W-Stream Caspian Pipeline Company-ში 10-10%-ს შეიძენს.
მთავრობის განკარგულებით, მოწონებულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია კორპორაციის “თეთრი ნაკადისა” და “ტრანს-კასპიური გაზსადენის” პროექტებში ჩართულობის თაობაზე.
პროექტი თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულება 2020-2022 წლებში იგეგმება. ტრანს-კასპიური პროექტი შესაძლოა TANAP-ის ნაწილი გახდეს.