საქართველოს 10 უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია

საქართველოს 10 უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია

2017 წელს საქართველოდან იმპორტმა 7 979.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით, 9,4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წელს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 696.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 474.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5.9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 350.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.4 პროცენტი).

სტატისტიკის სამსახურის მიერ ფორბსისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია შემდეგია:

• სს ჯი პი სი – საქმიანობა: აფთიაქები; ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტი
• შპს პსპ ფარმა – საქმიანობა: აფთიაქების ქსელი
• შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი – საქმიანობა: ნავთობით და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა
• შპს რომპეტროლ საქართველო – საქმიანობა: ნავთობით და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა
• შპს ლუკოილ-ჯორჯია – საქმიანობა: ნავთობით და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა
• შპს ალტა – საქმიანობა: კომპიუტერული ტექნიკით, ვიდეო–აუდიო ტექნიკით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობა
• შპს ჯორჯიან მანგანეზი – საქმიანობა: საქმიანობა: მანგანუმის მოპოვება; სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება; ფეროშენადნობი მასალებისა და ფოლადის წარმოება
• შპს ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია – საქმიანობა: ავტომობილებით ვაჭრობა
• შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი) – საქმიანობა: ნავთობით და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა
• შპს “Caucasian Metals Terminal” – საქმიანობა: საქმიანობა: ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები

სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. ამასთან საქსტატი არ გასცემს ინფორმაციას კონკრეტულად რა მოცულობის იმპორტი განახორციელეს აღნიშნულმა კომპანიებმა.