საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10-ში 4 ახალი კომპანიაა.

სტატისტიკის სამსახური წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის III კვარტალში 322.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 48.2 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება. 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10-ში 4 ახალი კომპანიაა. კერძოდ, გასულ წელს თუკი სიაში იყვნენ შპს აჭარ ენერჯი-2007,  შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო,  სს მეტრო ავრასია ჯორჯია და ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში, წელს მათ მაგივრად ათეულში მოხვდნენ თელასი, RMG, ჯორჯიან მანგანეზი და შპს ატლანტიკ საქართველო.  აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი აქამდე საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულში არ ყოფილა. Atlantic Georgia საერთაშორისო კომპანია Group Atlantic-ის ნაწილია, რომელიც 1968 წელს დაარსდა. კომპანიის ქარხანა მდებარეობს ქუთაისში და აწარმოებს წყლის გამაცხელებლებს. 

წლის III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი FDI შემდეგმა კომპანიებმა განახორციელეს: 

  • სს თელასი
  • BP Group
  • აიდიეს ბორჯომი საქართველო
  • შპს მაგთიკომი
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია
  • სს RMG Copper
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
  • სს ნენსკრა ჰიდრო
  • შპს ატლანტიკ საქართველო 

კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. ამასთან, სტატისტიკის სამსახური არ გასცემს ინფორმაციას თუ კონკრეტულად რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს კომპანიებმა.