ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით, მიმდინარე წლის ნოემბერში 6.4%-ით გაიზარდა და ჯამში 598 312 ვიზიტორი შეადგინა. საქართველოში შემოსულ ტურისტების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა. 2017 წლის ნოემბერში 269 601 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2018 წლის ნოემბერში 307 272.
11 თვის ჯამში, იანვარ-ნოემბერში ტურისტების რაოდენობა 17.2%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 10.6%-ით გაიზარდა, სულ 8.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. აქედან ტურისტი 4.5 მილიონი იყო.
იანვარ-ნოემბერში ყველაზე მეტი (1 341 127) ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანია 1 311 907 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 1 162 220 ვიზიტორით. საქართველოს 4 მეზობელ ქვეყანაზე ჯამში ვიზიტორების 60% მოდის.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში იანვარ-ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
| ქვეყანა | 2018, 11 თვე | 2017, 11 თვე | ცვლილება |
1 | რუსეთი | 1,341,127 | 1,083,182 | 23.8% |
2 | აზერბაიჯანი | 1,311,907 | 1,194,306 | 9.8% |
3 | სომხეთი | 1,162,220 | 1,166,116 | -0.3% |
4 | თურქეთი | 1,031,147 | 924,244 | 11.6% |
5 | ირანი | 278,802 | 269,772 | 3.3% |
6 | უკრაინა | 168,272 | 161,140 | 4.4% |
7 | ისრაელი | 148,712 | 111,844 | 33.0% |
8 | პოლონეთი | 65,469 | 48,193 | 35.8% |
9 | გერმანია | 62,776 | 41,896 | 49.8% |
10 | ბელარუსი | 58,020 | 40,530 | 43.2% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია