სატელიტური ოპერატორი SES-ი კიდევ ერთ არხს ამატებს თავის Ultra HD line-up-ს, MTG-ის ფასიან ტელე-ოპერატორს Viasat-ს, რომელიც სატელიტის მეშვეობით დაიწყებს მსოფლიოში პირველი ულტრა მაღალი გარჩევადობის სპორტული არხის მაუწყებლობას.
კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, Viasat-ი გამოიყენებს SES-ის შესაძლებლობებს, რათა მოახდინოს თავისი პირველი ულტრა მაღალი გარჩევადობის არხის ტრანსლირება.
ზაფხულის შემდეგ არხის, Viasat Ultra HD მაუწყებლობა დაიწყება შვედეთში, ნორვეგიაში, დანიაში და ფინეთში SES-5-ი თანამგზავრის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ორბიტალური პოზიციით 5 გრადუსზე აღმოსავლეთით.
Viasat-ის მომხმარებელს, Viasat-ის ახალი, ულტრა მაღალი გარჩევადობის ციფრული მაუწყებლობის რესივერისა (set top box) (რომელიც ამოქმედდება ზაფხულიდან) და ულტრა მაღალი გარჩევადობის, დეტალური და ბუნებრივი გამოსახულების მქონე ეკრანის მეშვეობით საშუალება ექნება დატკბეს სხვადასხვა სპორტული აქტივობებით. მსოფლიოში პირველი, ულტრა მაღალი გარჩევადობის სპორტული ტელეარხი სატელიტის საშუალებით მოახდენს სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ლაივ მატჩებისა და MTG-ის პორტფოლიოთი გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების ტრანსლირებას.
Viasat Ultra HD-ის გარდა, კომპანია SES-ი ახდენს 24 ულტრა მაღალი გარჩევადობის არხის (მათ შორის სატესტო და რეგიონალური არხები) მაუწყებლობას, რაც წარმოადგენს აღნიშნულ ფორმატში, მსოფლიოს მასშტაბით სატელიტით ტრანსლირებული არხების 46%-ს. SES-ი, 2300 მაღალი გარჩევადობის არხით ახორციელებს მსოფლიოში ყველაზე ფართო HD line-up-ს, და ახდენს ულტრა მაღალი გარჩევადობის/მაღალი გარჩევადობის სატელიტური არხების 27%-ის ტრანსლირებას მსოფლიოს მასშტაბით – რაც სხვა სატელიტურ ოპერატორებთან შედარებით, ჯერ-ჯერობით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„უკვე 20 წელზე მეტია Viasat-ი SES-ის სერვისებზე დაყრდნობით ახორციელებს დაახლოებით 230 არხის მაუწყებლობას’’ – აცხადებს ფერდინანდ კაიზერი, SES-ის უფროსი კომერციული ოფიცერი. „რადგანაც სპორტი წარმოადგენს Ultra HD-ის ერთ-ერთ წამყვან ელემენტს, ჩვენ მოხარულები ვართ Viasat-თან ერთად ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ მომავლისაკენ. მომავალში იგეგმება უფრო მეტი ულტრა მაღალი გარჩევადობის არხების ჩაშვება, სატელიტი მომავალშიც დარჩება ოპტიმალურ ინფრასტრუქტურად ასეთი სახის ახალი და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული გამოსახულების მქონე არხების ტრანსლირებისათვის’’.