სემეკ-მა შესაძლოა "ყაზტრანსგაზ თბილისი" დააჯარიმოს

სემეკ-მა შესაძლოა "ყაზტრანსგაზ თბილისი" დააჯარიმოს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, შესაძლოა “ყაზტრანსგაზ თბილისი” დააჯარიმოს. ამ საკითხზე სემეკ-ი 13 თებერვლის სხდომაზე იმსჯელებს. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების განხილვა კომისიის სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის შესული.

საქმე ეხება მომხმარებლებისთვის იანვარში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვის წესის დარღვევას, რის გამოც აბონენტების ნაწილს გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ. 2013 წლის დეკემბერსა და 2014 წლის იანვარში მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის წესის დარღვევის გამო სემეკ-მა “ყაზტრანსგაზ თბილისის” სანქცირების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

“შპს “ყაზტრანსგაზ თბილისს” განემარტა, რომ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც 2014 წლის იანვრის თვეში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ჩვენებების აღების პერიოდის დარღვევის გამო მოუვიდათ გაზრდილი გადასახადი, არ შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზის მიწოდება საკითხის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე”, – ნათქვამია სემეკ-ის განცხადებაში.

შესაძლოა, “ყაზტრანსგაზ თბილისს” კომისიამ მისცეს მითითებაც, რომ დამატებითი დარიცხვა მოქალაქეებს რამდენიმე თვეზე გადაუნაწილოს.

Forbes.ge. News.ge-ზე დაყდრნობით

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *