სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2 943 ადამიანით გაიზარდა

სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2 943 ადამიანით გაიზარდა

მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 2 943 ადამიანით გაიზარდა და 480 783-ს გაუტოლდა. შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა გასული წლის აგვისტოდან დაიწყო და ჯამში 163 330 ადამიანით გაიზარდა.

საარსებო შემწეობა (მიზნობრივი სოციალური დახმარება) არის ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია. შესაბამისად, დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდა ნიშნავს, რომ შესაბამისი შეფასების სისტემით დათვლილი ღატაკების რაოდენობა იზრდება.

გრაფიკი – საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა: