SKY Deutschland-ის ულტრამაღალი გარჩევადობის არხების ტრანსლაცია SES-ის თანამგზავრებით განხორციელდება

SKY Deutschland-ის ულტრამაღალი გარჩევადობის არხების ტრანსლაცია SES-ის  თანამგზავრებით განხორციელდება

გერმანული ფასიანი სატელევიზიო მაუწყებელი Sky Deutschland-ი შემოდგომაზე დაიწყებს ორი ულტრა მაღალი გარჩევადობის არხის ტრანსლირებას აღმოსავლეთით 19.2 გრადუსზე განლაგებული თანამგზავრი ASTRA-ს მეშვეობით.

სატელიტურმა ოპერატორმა SES S.A.-მ („Euronext“ პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) განაცხადა, რომ გერმანული ფასიანი სატელევიზიო სამაუწყებლო ტელეკომპანია „Sky Deutschland“ შემოდგომაზე დაიწყებს ორი ექსკლუზიური ულტრა მაღალი გარჩევადობის არხის ტრანსლირებასSES-ის პირველადი ორბიტალური პოზიციიდან, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთის 19.2 გრადუსზე.  

„Sky Deutschland“ ყოველდღიურად უჩვენებს თითო თამაშს ბუნდესლიგის მატჩების მიმდინარეობისას Sky Sport Bundesliga UHD არხზე და უეფას ჩემპიონთა ლიგის შერჩეულ თამაშებს „Sky Sport UHD“ არხზე – ყველა მათგანს საოცრად მკვეთრი ვიდეო გარჩევადობით, რომელიც ოთხჯერ აღემატება მაღალი გარჩევადობის (HD) შესაძლებლობებს.

„Sky“-ის მომხმარებლები პირველები იქნებიან, ვინც ისიამოვნებს ულტრა მაღალი გარჩევადობით პირდაპირ ეთერში გადმოცემული საუკეთესო საფეხბურთო მატჩების ხილვით გერმანიასა და ავსტრიაში. ისინი დანარჩენ მაყურებელზე ადრე მიიღებენ ექსკლუზიურად შედგენილ პროგრამებს საუკეთესო ხარისხით. „ჩვენ ვანდობთ ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს, SES-ს, ჩვენი ექსკლუზიური მაღალი გარჩევადობის გადაცემების საიმედო და უწყვეტი ტრანსლირების უზრუნველყოფას, რითაც ვამბობთ ახალ სიტყვას ტელემაუწყებლობის მომავალში“ – განაცხადა შტეფან კუნცმა, „Sky Deutschland“-ის სამაუწყებლო მომსახურების ვიცე-პრეზიდენტმა.  

„SES უაღრესად მოხარულია, ხელი შეუწყოს ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, Sky Deutschland-ს, მაღალი გარჩევადობის პირველი ორი არხის ტრანსლირების დაწყებაში. ისევე, როგორც ადრე, 2005 წელს ჩვენი თანამგზავრის სიმძლავრემ შესაძლებელი გახადა   „Sky Deutschland“-თვის, დაეწყო თავისი პირველი მაღალი გარჩევადობის არხების ტრანსლირება, SES ახლაც შეძლებს, გარანტირებულად მიაწოდოს მოცულობისა და მომსახურების იგივე, თუ არა უკეთესი ხარისხი, რათა უზრუნველყოს „Sky Sport Bundesliga UHD“-სა და „Sky Sport UHD“-ს უწყვეტი და ხარისხიანი მაუწყებლობა,“- განაცხადა ნორბერტ ჰოლცლემ, ევროპაში SES-ის კომერციული დეპარტამენტის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა.