TBC აზერბაიჯანის ბაზარზე ფართოვდება და ადგილობრივი ბანკის წილს ყიდულობს

TBC აზერბაიჯანის ბაზარზე ფართოვდება და ადგილობრივი ბანკის წილს ყიდულობს

TBC ბანკის შვილობილმა JSC TBC Bank-მა, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Nikoil Bank-თან, რომელიც აზერბაიჯანში ბანკის ბიზნესის გაფართოვებას ისახავს მიზნად. 

კერძოდ, ხელშეკრულების მიხედვით, ბანკის აზერბაიჯანული შვილობილი TBC Kredit-ი Nikoil Bank-ის წილის მფლობელი ხდება. შერწყმისთვის ბანკს რეგულატორის თანხმობა სჭირდება, რის შემდეგაც Nikoil Bank-ის 10%-ის მფლობელი გახდება.  

თიბისი წარმოდგენილი იქნება Nikoil Bank–ის მენეჯმენტში. ამასთან, ბანკი გეგმავს, რომ გამოიყენოს ის გამოცდილება, რომელიც მას ქართულ ბაზარზე აქვს, რათა ხელი შეუწყოს აზერბაიჯანულ ბაზარზე Nikoil Bank-ის ზრდას.  

უახლოეს 3 წელში კი თიბისი Nikoil ბანკში საკუთარი წილის გაზრდას გეგმავს 50%-ს +1-ის პრინციპით, რათა აქციების უმრავლესობის მფლობელი გახდეს.  

Nikoil Bank კერძო მფლობელობაში არსებული ბანკია, რომელიც აზერბაიჯანის მომხმარებელს ყველა სახის საბანკო მომსახურებას სთავაზობს.