ტექნოლოგიურმა კომპანიებმა წლის დასაწყისიდან დღემდე 200,000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

ტექნოლოგიურმა კომპანიებმა წლის დასაწყისიდან დღემდე 200,000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

MarketWatch-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წლის დასაწყისიდან დღემდე მოწინავე ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ერთობლივად გლობალურად 200,000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. MarketWatch-ი აღნიშნულ ინფორმაციას Layoffs.fyi-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 2022 წლის განმავლობაში კი ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მთლიანობაში 154,336 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

საინტერესოა ისიც, რომ თანამშრომლების ეს რაოდენობა ჯამში 718-მა კომპანიამ გაათავისუფლა, მაშინ როდესაც ეს რიცხვი 2022 წელს 1024-ს შეადგენდა.

აღნიშნულ კომპანიებს განეკუთვნებიან: Amazon-ი, Palantir-ი, Twilio, DocuSign-ი, Salesforce-ი, CAP-ი, Zoom Video Communications-ი, Ebay, Dell-ი, PayPal-ი, IBM-ი, Intel-ი, Microsoft-ი, Spotify, Google -ი და სხვა ტექგიგანტები.

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია Alibaba Group Holding-მა გასულ კვირას თანამშრომლების 7%-ის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. კადრების შემცირების დასკვნით ეტაპზე იმყოფება Facebook-ი და მისი მშობელი კომპანია Meta-ც. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ბოლომდე 21,000 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება.