საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ სტარტაპ ბიურომ და კედარი ვენჩერსმა დააფუძნეს. ქსელი მიზნად ისახავს, დააჩქაროს საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ქართველი მეწარმეებისთვის ინვესტიციების მიწოდების უზრუნველყოფით.
პირველი Pitch Day (სტარტაპების პრეზენტაციების დღე) 24 ივნისს გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ეწვევიან ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას ანგელოზ ინვესტორთა ქსელების წევრები. ვიზიტის მიზანია საქართველოში ანგელოზი ინვესტორების კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესების და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიასთან პარტნიორობით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან თიბისი ბიზნესისთვის და პროგრამა „სტარტაპერი“.
Pitch Day-ში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა უნდა გააკეთონ განაცხადი შემდეგი ბმულის გამოყენებით: https://forms.gle/2fcw4AsyDuVVCP74A
ხოლო აქსელის წევრობით და Pitch Day-ში მონაწილეობით დაინტერესებულმა ინვესტორებმა უნდა შეავსონ შემდეგი ფორმა: https://axelnetwork.org