ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 56 მლნ ლარი შეადგინა, რაც 34 მლნ ლარით (38%-ით) ნაკლებია 2018 წლის თებერვლის მაჩვენებელზე.
თებერვალში ბანკების შემოსავლებმა 324 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 261 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 63 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.
ორი თვის ჯამში, იანვარ-თებერვალში ბანკების მოგება 123 მლნ ლარია, რაც 2018 წლის იანვარ-თებერვლის მოგებაზე 35 მლნ ლარით (22%-ით) ნაკლებია.
გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში