სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით შემოსულმა თანხამ 590 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.2%-ით (60 მლნ ლარით) მეტია 2016 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული თანხა 7.2%-ით, მოგების გადასახადიდან 47%-ით, დამატებული ღრებულების გადასახადიდან 16%-ით, ხოლო ხოლო აქციზიდან 41%-ით გაიზარდა.
იანვარ-თებერვალში კი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდამ 17% (196 მლნ ლარი) შეადგინა. ორ თვეში, ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტში 1 274 მლნ ლარის საგადასახადო შემოსავალია ასახული.