საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში, 2019 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 0.6%-ით შემცირდა. 2020 წლის თებერვალში 386 859 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2019 წლის თებერვალში 389 218.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, თებერვალში 0.7%-ით შემცირდა და ჯამში 466 409 ვიზიტორი შემოვიდა. შემცირება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების 8.6%-ით კლებამ განაპირობა.
თებერვალში ყველაზე მეტი (94 219) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი 63 925 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 52 258 ვიზიტორით.
რაოდენობრივად ყველაზე მაღალი კლება რუსეთიდან, სომხეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან დაფიქსირდა.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც 2020 წლის თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა