თიბისი ბანკისა და თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია

თიბისი ბანკისა და თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBC PLC) დირექტორთა საბჭოს  არააღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკოლოზ ენუქიძემ თანამდებობა დატოვა. ის ასევე ტოვებს TBC PLC-ის ანაზღაურების კომიტეტს და სს თიბისი ბანკის (TBC BANK) სამეთვალყურეო საბჭოს. ენუქიძე აღნიშნულ პოზიციებს 2019 წლიდან იკავებდა.

არნე ბერგრენი დაინიშნა როგორც თიბისი ბანკის ჯგუფის, ისე თავად ბანკის ანაზღაურების კომიტეტში. ბერგრენი თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოსა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს 2021 წლის მარტიდან. მანამდე აღნიშნულ პოზიციას სწორედ ნიკოლოზ ენუქიძე იკავებდა. ბერგრენი თიბისის 2019 წლის აგვისტოში შეუერთდა.

TBC ბანკი შვილობილ კომპანიებთან ერთად საქართველოს ლიდერი უნივერსალური საბანკო ჯგუფია. 2020 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში სესხების 39% და არასაბანკო დეპოზიტების 37.2% სწორედ თიბისი ბანკის ჯგუფზე მოდიოდა.