თურქული ლირა და რუსული რუბლი სწრაფად უფასურდება

თურქული ლირა და რუსული რუბლი სწრაფად უფასურდება

ბოლო 2 დღეში თურქული ლირა 14%-ით გაუფასურდა. 1 დოლარი 6 ლირა ღირს. ლირას გაუფასურების ახალი ეტაპი 6 აგვისტოდან დაიწყო, რაც აშშ-ს მხრიდან თურქეთზე დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. ამერიკელი პასტორის დაპატიმრების გამო, აშშ-მა შეზღუდვები თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს დაუწესა.

რუსული რუბლის სწრაფი გაუფასურება 8 აგვისტოს დაიწყო და  5.5%-ით გაუფასურდა. 1 დოლარი 67 რუბლი ღირს. რუბლის გაუფასურებას ორი მიზეზი აქვს: 1. აშშ-მა დაანონსა, რომ 22 აგვისტოდან რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს. 90 დღეში კი სანქციები გაღრმავდება, ის შესაძლოა რუსულ სახელმწიფო ბანკებს და ავიაკომპანიებს შეეხოს; 2. ნავთობის მსოფლიო ფასის შეცირება. ერთი ბარელი ნავთობი 4 დოლარით გაიაფდა. ფასის კლება აშშ-ჩინეთს შორის მიმდინარე „სავაჭრო ომმა“ გამოიწვია.

ლირას და რუბლის დაცემამ გარკვეული გავლენა ქართულ ლარზეც იქონია. დღეს ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 5 თეთრით გაუფასურდა.

რუსული რუბლის კურსი დოლარის მიმართ ბოლო ერთ კვირაში 

slide3

თურქული ლირას კურსი დოლარის მიმართ ბოლო ერთ დღეში

slide4