თურქულმა უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავმა პირველი ფრენა წარმატებით შეასრულა

თურქულმა უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავმა პირველი ფრენა წარმატებით შეასრულა

პირველმა თურქულმა უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავმა სადებიუტო სატესტო ფრენა განახორციელა. სამხედრო ექსპერტების მოსაზრებებით, Kizilelma ის თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატია, რომლის საბრძოლო შესაძლებლობებიც ამ ტიპის თვითმფრინავების დისციპლინაში თამაშის წესებს შეცვლის.

Kizilelma-ს წარმატებული სადებიუტო ფრენის ამსახველი ვიდეომასალა საფრენი აპარატის მწარმოებელმა ცნობილმა თურქულმა სამხედრო კომპანია, Baykar-მა გაავრცელა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სელჩუკ ბაირაქთარის განცხადებით, 20-წლიანი ოცნება ამ თავგადასავალში დღეს საბოლოოდ ასრულდა.

საინტერესოა, რომ Kizilelma უკრაინული ძრავით იქნება აღჭურვილი და 1,500 კილოგრამის მოცულობის საბრძოლო მასალის გადატანა შეეძლება. მისი შესაძლებლობები როგორც ჰაერში, ისე ხმელეთზე არსებულ სამიზნეებზე იერიშის მიტანას გულისხმობს.

უპილოტო საფრენი აპარატი აფრენასა და დაჯდომას მოკლე საფრენ ბილიკზეც შეძლებს. გრძელვადიან პერსპექტივაში Kizilelma-ს ტიპის უპილოტო გამანადგურებლები ასევე თურქულ TCG Anadolu-ს ტიპის საბრძოლო ხომალდებზე განთავსდება.