წიგნის ფასი

წიგნის ფასი

ლიდერები ბიზნესის, აკადემიის, შოუბიზნესისა და პოლიტიკის სამყაროებიდან გვიმხელენ, რა წიგნი უდევთ საწოლის გვერდით.  

[MAINPICTURE] 

პეგი ჩერნგი Panda Express-ის მილიარდერი თანადამფუძნებელი და თანააღმასრულებელი დირექტორი.  

აზიელ-ამერიკელი ფსიქოლოგის, დაკუერტის მიერ დაწერილი “სიმტკიცე“ (Scribner, 2016) ღრმად ეძიება საკითხს, თუ რატომ აღწევს ზოგი ადამიანი წარმატებას, ზოგი კი – ვერა. მისი კვლევა მოიცავს ინტერვიუებს წარმატებულ ლიდერებთან და იმგვარ შთაგონებას იძლევა, ყველას რომ შეგვიძლია, გამოვიყენოთ, მით უფრო, ახლა, როცა მსოფლიო ყველა ჩვენგანის სიმტკიცეს გამოცდას უწყობს.

ავტორის პირადი ისტორია საქმისადმი სიყვარულისა და შეუპოვრობის შესახებ – ავტორისა, რომელსაც მამა განუწყვეტლივ უბიძგებდა, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად ქცეულიყო – ყველას შეგვეხება იმდენად, რამდენადაც ყველანი ვაფასებთ ხოლმე, თუ რა გახდა ჩვენი მიზანსწრაფულობის მოტივატორი.

მე, მაგალითად, დავფიქრდი, სად წამიყვანა ჩემმა მოგზაურობამ – როგორც ფილანთროპი და როგორც მშობელი – და როგორ შთამაგონეს გარშემომყოფებმა, ჭეშმარიტად აზრიანი ცხოვრებით მეცხოვრა. დაკუერტის პერსპექტივა გითრევს და არაერთი შთამბეჭდავი მიგნებით უზრუნველგყოფს. “სიმტკიცე“ ის წიგნია, მთელ ჩემს კომპანიას რომ აქვს წაკითხული.

“სიმტკიცე” – ავტორი: ანჯელა დაკუერტი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *