წლის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტები

წლის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტები

Times Higher Education წლის ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების სიას აქვეყნებს.

რეიტინგის შესადგენად სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს იმ 15 უნივერსიტეტის დასახელება სთხოვეს, რომელიც წამყვან ადგილს იკავებენ, როგორც სამეცნიერო ნაშრომებისა და კვლევების განხორციელების, ასევე სწავლების კუთხით.

სიას კვლავ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტები ლიდერობენ, უკვე მერვედ Harvard ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად სახელდება. ამასთან, ასეულში კიდევ 43 ამერიკული უნივერსიტეტი შედის.

2014 წლიდან პირველად სიას შეუერთდა კალიფორნიის ლოს ანჯელესის უნივერსიტეტი.

100 ყველაზე პრესტიული უნივერსტეტიდან 9 გაერთიანებული სამეფოდანაა, რაც წინა წელთან შედარებით ერთით შემცირებული მაჩვენებელია. Cambridge და Oxford  მეოთხე და მეხუთე ადგილებს იყოფენ, თუმცა ყველა სხვა ბრიტანული უნივერსიტეტი სიაში ჩამოქვეითდა.

სიაში მოხვდა 2 ავსტრალიური უნივერსიტეტი. გერმანული უნივერსიტეტებიდან 100-ულში კვლავ 6 მოხვდა, თუმცა მათგან 3 რეიტინგში ჩამოქვეითდა. 6 უნივერსიტეტით არის წარმოდგენილი სიაში ჩინეთიც.

პირველ ათეულს კი შემდეგი უნივერსიტეტები ინაწილებენ:

Harvard University

ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები

სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა  – 20,326

ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 8.9

საერთაშორისო სტუდენტების წილი  – 26%

Massachusetts Institute of Technology

ქვეყანა –   ამერიკის შეერთებული სტატები

სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა  – 11,177

ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 8.7

საერთაშორისო სტუდენტების წილი  – 34%

Stanford University

ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები

სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა  – 15,845

ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 7.5

საერთაშორისო სტუდენტების წილი – 22%

 

University of Cambridge

ქვეყანა – გაერთიანებული სამეფო 

სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა  – 18,389

ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 20.9

საერთაშორისო სტუდენტების წილი – 35%

University of Oxford

ქვეყანა – გაერთიანებული სამეფო 

სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა  – 20,409

ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 11.2

საერთაშორისო სტუდენტების წილი – 38%

University of California, Berkeley

ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები

სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა  – 36,182

ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 13.1

საერთაშორისო სტუდენტების წილი – 17%

 

Princeton University

ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები

სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა  – 7,955

ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 8.3

საერთაშორისო სტუდენტების წილი – 24%

Yale University

ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები

სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა  – 12,155

ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 4.3

საერთაშორისო სტუდენტების წილი – 21% 

University of California, Los Angeles 

ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები

სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა  – 39,279

ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 9.6

საერთაშორისო სტუდენტების წილი – 17%

University of Chicago

ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები

სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა  – 13,525

ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 6.2

საერთაშორისო სტუდენტების წილი – 25%