საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.2%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 4.1% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 4.1%-ით გაძვირდა.
აპრილში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული და ბაღჩეული – 5.6%, ხილი და ყურძენი – 5%, ხორცი – 1%.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (21.1%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 5.9%-ით გაძვირდა, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 3.2%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 7.6%-ით გაიაფდა.
გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებლები