საქართველოში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ ჯამში 867 776 ერთეული შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 220 659 ტრანზაქციით – 25,5%-ით მეტია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის დეკემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 42.1%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 85 573 ერთეული შეადგინა.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 5.9%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (2 %-ით), ისე მეორადი (7.8%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.
ტრანზაქციების უმეტესობა ტრადიციულად თბილისზე მოდის, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით კი შემდეგნაირად ნაწილდება: