უკრაინამ ისრაელში დამზადებული მრავალფუნქციური რადარები მიიღო

უკრაინამ ისრაელში დამზადებული მრავალფუნქციური რადარები მიიღო

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელში დამზადებული მრავალფუნქციური რადარები მიიღო. აღნიშნული რადარები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების აღმოჩენაში დაეხმარება.

ისრაელში დამზადებული მრავალფუნქციური სარადარო სისტემის, ieMHR-ის უკრაინაში გამოჩენის შესახებ ინფორმაცია პირველად სოციალურ ქსელებში 5 მაისს გავრცელდა. ცნობისთვის, აღნიშნული მრავალფუნქციური რადარი ისრაელური კომპანიის RADA Electronic Industries-ის მიერ შემუშავებული და წარმოებული აღჭურვილობაა.

მაღალტექნოლოგიური სარადარო სისტემები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დიდ დახმარებას გაუწევს. ისრაელში დამზადებული ieMHR-ის მეშვეობით უკრაინელ სამხედროებს ნებისმიერი სახის საჰაერო აქტივობაზე დაკვირვება, მისი დადგენა და კონტროლი რეალურ დროში შეეძლებათ. რადარის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად უკრაინელები დამატებით სენსორებს დააინტეგრირებენ.

სამხედრო ჟურნალ Militarnyi-ის ინფორმაციით, უკრაინა საერთო ჯამში 16 ამგვარ რადარს მიიღებს. შეიარაღებული ძალებს პირველ ეტაპზე 3 ერთეული ieMHR მიეწოდა.