უმსხვილესი სამშენებლო კომპანიები

უმსხვილესი სამშენებლო კომპანიები

საქართველოს შრომის ბაზრისთვის სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვანია, რადგან 117.9 ათას ადამიანს ასაქმებს, რაც დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 8.8%-ია. სამშენებლო სექტორს ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში 12%-იანი წილი უჭირავს. პროცენტი ბოლო პერიოდში სექტორის სწრაფი გაფართოების გამო გაიზარდა. სექტორის ათი უმსხვილესი კომპანიის აქტივების ღირებულება 2022 წლის მდგომარეობით ₾2.2 მილიარდია, რომლის ყველაზე დიდი ნაწილი ჩინურ Hualing international special economic zone-ს ეკუთვნის. გთავაზობთ უმსხვილესი სამშენებლო კომპანიების ათეულს აქტივების, შემოსავლებისა და მოგების მიხედვით 2018-2022 წლებში.

Top 10 სამშენებლო კომპანია აქტივების საშუალო მოცულობით

Top 10 სამშენებლო კომპანიის ჯამური შემოსავალი

Top 10 სამშენებლო კომპანიის ჯამური მოგება-ზარალი

მეთოდოლოგია

სამშენებლო კომპანიების რეიტინგისთვის გამოყენებულია ხუთწლიანი პერიოდის, 2018-2022 წლების ფინანსური მაჩვენებლები, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. კომპანიების პირველი ათეული 2022 წლის მდგომარეობით, აქტივების მიხედვით არის შედგენილი. მოგება წარმოდგენილია გადასახადებამდე.