2016 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, უმუშევრობის დონე ევროზონის ქვეყნებში არ შეცვლილა და შრომისუნარიანი მოსახლეობის 10,1% შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0,7 პროცენტით არის შემცირებული. ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის დონე 8,6%ია, ისევე როგორც ერთი თვის წინ. წლიურ ჭრილში უმუშევრობა 0,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა. რიცხვობრივად ევროზონაში უმუშევართა რაოდენობამ 16,31 მილიონი, ევროკავშირში კი 21,06 მილიონი ადამიანი შეადგინა.
უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ მალტას (3,9%), ჩეხეთს (4,2%) და გერმანიას (4,2%), ყველაზე მაღალი – საბერძნეთსა (23,5%) და ესპანეთს (19,6%).