“Visa”-მ და “Bradesco”-მ წარმოადგინეს “Pulseira Bradesco Visa”, ორი კომპანიის ერთობლივი, პირველი ელექტრონული სამაჯური ბრაზილიისთვის, რომლის საპილოტე გაშვებაც რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების წინ მოხდა. ახალი პროდუქტი რომელიც საყოველთაოდ იქნება მიღებული 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, არის ინოვაცია უკონტაქტო გადახდების სფეროში და ახლო კავშირის ტექნოლოგიის(Near Field Communication-NFC) გამოყენებით მუშაობს, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიას, მოდასა და სპორტს და აუმჯობესებს გადახდების გამოცდილებას მომხარებლისთვის.
“Pulseira Bradesco Visa” არის გადახდის ახალი ფორმა რომელის შეთავაზებაც მოხდება რიოში და რჩეულ გულშემატკივრებსა და დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს, გადახდები ნებისმიერი სპორტული აქტივობის დროს შეასრულონ. პორტატიული სამაჯური მხოლოდ ბრაზილიაში იქნება ხელმისაწვდომი და მისი გამოყენება მილიონზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე იქნება შესაძლებელი. რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების დროს ოლიმპიური პარკში განლაგებული ოთხი ათასივე გადახდის ტერმინალი იქნება აღჭურვილი აღნიშნული ტექნოლოგიით.
“ბრაზილია ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს. განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა რომელიც მიესალმება ინოვაციებს. მომხმარებელი სულ უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება, ყოველთვის ეძებს ინოვაციებს, კომფორტსა და ისეთ საშუალებებს, რომელიც მოერგება და გაამარტივებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. “Bradesco Visa”-ს სამაჯური შეესაბამება ამ მოთხოვნებს, გარდაქმნის მომხმარებლის გამოცდილებას და გაამარტივებს გადახდებს” -განმარტავს პერსივალ ჯატობა, ვიზა ბრაზილიის პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტი. “როგორც ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი გადახდების ტექნოლოგიებში, ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ სფეროში მონაწილე მხარეებთან და დეველოპერებთან რათა შევთავაზოთ მათ მომავალი, სადაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მოწყობილობას შეეძლება ფინანსური ოპერაციების მოხერხებულად, სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელება,” – ამბობს იგი.
მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს, თვალყური ადევნოს სამაჯურის ოპერაციების ისტორიას, მის ანგარიშზე არსებულ ბალანსს, დაბლოკოს მოწყობილობა ქურდობის ან დაკარგვის შემთხვევაში და შეავსოს ბალანსი თანმხლებ წინასწარ გადახდის ბარათზე. სამაჯური ეყრდნობა ვიზას პროცესინგის პლატფორმას რაც უზრუნველყობს უსაფრთხოებასა და საიმედოობას, პორტატიული აქსესუარით შესრულებული გადახდები დაცულია იგივე სტანდარტებით რაც გამოიყენება ბარათებთან მიმართებაში.
“ტექნოლოგიები ვითარდება და ჩვენ გამოწვევის წინაშე ვართ, დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლის მოლოდინები. აქსესუარებში ელექტრონული გადახდების ინტეგრირება შეესაბამება “Bradesco Cartões-ის სტრატეგიას, რომლის მიზანიცაა, შესთავაზოს მის მომხმარებელს ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური სერვისი” -ამბობს ცეზარიო ნაკამურა, “Bradesco Cartões”-ის დირექტორი.
ინოვაციების დანერგვა უსაფრთხოების დაცვით
სამაჯური მარტივად გამოსაყენებელია, საკმარისია ის მოირგოთ და მიიტანოთ უკონტაქტო გადახდის ტერმინალთან ყიდვის ოპერაციის განსახორციელებლად. პროცესის გასამარტივებლად, 50 ბრაზილიური რეალზე (15 აშშ დოლარი) ნაკლები გადახდისას არ მოითხოვება PIN-ის გამოყენება.
სამაჯური თანამედროვე დიზაინისაა, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლოგოთი და ის მდგრადია სითხისა და წყლის მიმართ. “მათ, ვისაც უყვარს ვარჯიში, ღამის ცხოვრება და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, მოიხიბლებიან ამ ახალ მეთოდით”, ამბობს მართა კრავჩიკი, Visa-ბრაზილიას მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი.
“Bradesco” ყოველთვის სარგებლობდა ტექნოლოგიებით, რათა გარდაექმნა მისი ურთიერთობები მომხმარებელთან. “სიხარულით ველოდებით ვნახოთ თუ როგორი რეაგირება ექნება მომხმარებლებს ამ ტიპის მობილურ მოწყობილობაზე. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს დადებითი გამოცდილება ქონდეს, რათა შემდგომში შევთავაზოთ “Bradesco Visa”-ს სამაჯური მომხმარებელთა უფრო ფართო სპექტრს”, – ამბობს ნაკამურა.
კომპანია Visa Inc-ის შესახებ:
Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან 200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის გადამუშავებისათვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს – VisaNet-ს – რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის გადამუშავება სულ რაღაც 1 წამის განმავლობაში; ამავდროულად, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის პროვაიდერებისათვის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათების მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევენ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა მათ საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს: www.corporate.visa.com, www.visa.com.ge, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE