გასულ წელს აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების შემოსავლებმა 93 265 145 ლარი შეადგინა. 2016-ში მთლიანი შემოსავლების 74% ტოპ-10 აუდოტორულ ფირმაზე მოდიოდა.
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, იმ 10 ყველაზე მაღალშემოსავიანი აუდიტორული ფირმის შემოსავალმა, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის დროებითი უფლებამოსილება, გასულ წელს 63 მილიონს გადააჭარბა. დღეს საქართველოში სდპ აუდიტის დროებითი უფლებამოსილება საქართველოში 17 აუდიტორულ ფირმას აქვს.
შარშან ყველაზე მეტი შემოსავალი შემდეგმა კომპანიებმა მიიღო:
EY საქართველო- 18,078,924.78
PwC (ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი.-სფილიალი საქართველოში ) – 12,449,889
შპს ბიდიო – 9,775,521
შპს KPMG Georgia – 8,291,548
შპს დელოიტი და ტუში – 8,175,494
შპს ცოდნისა – 1,880,729
შპს არესემ საქართველო 1,856,521
შპს გრანთ თორნთონ 1,853,082
შპს ბეიკერ ტილი ჯორჯია – 1,518,672
შპს ნექსია თიეი – 853,232