სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 3.6%-ით (22.3 მილიონი დოლარით) გაიზარდა და 646 მილიონი დოლარი შეადგინა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბულგარეთის (47 მილიონი დოლარი), რუმინეთის (23 მილიონი დოლარი), პოლონეთის (19 მილიონი დოლარი), ნიდერლანდების (12.5 მილიონი დოლარი) და გერმანიის (6.6 მილიონი დოლარი) მიმართულებით. ხოლო, ექსპორტი ყველაზე მეტად შემცირდა ესპანეთში (28 მილიონი დოლარი) და ბელგიაში (25 მილიონი დოლარი).
2015 წელს დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 626 მილიონი დოლარით (43%-ით) შემცირდა. აქედან, აზერბაიჯანში ექსპორტი შემცირდა 304 მილიონი დოლარით, ხოლო რუსეთში და სომხეთში 112 და 108 მილიონი დოლარით. 35 მილიონი დოლარით გაიზარდა ჩინეთში ექსპორტი, ხოლო კანადაში 21 მილიონი დოლარით.