საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში, 2017 წლის იანვართან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 23%-ით გაიზარდა. 2017 წლის იანვარში 154 083 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2018 წლის იანვარში 189 476.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, იანვარში 14.8%-ით გაიზარდა და ჯამში 444 421 ვიზიტორი შემოვიდა.
იანვარში ყველაზე მეტი (116 503) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი 94 959 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 93 711 ვიზიტორით.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | 2018 იანვარი | ზრდა |
აზერბაიჯანი | 116 503 | 0.8% |
თურქეთი | 94 959 | 20.1% |
სომხეთი | 93 711 | 20.9% |
რუსეთი | 71 141 | 14.6% |
ირანი | 15 570 | 92.4% |
უკრაინა | 10 497 | 2.6% |
ინდოეთი | 3 792 | 47.8% |
ისრაელი | 3 006 | 76.5% |
ყაზახეთი | 2 447 | 7.7% |
ფილიპინები | 2 379 | 19.1% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია