2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 13.2 მილიარდ ლარს შეადგენს, მაისის ბოლოს სახელმწიფო ვალი 12.3 მილიარდი ლარი იყო. ლარში გამოხატული ვალის ზრდა ძირითადად ლარის კურსის გაუფასურებამ გამოიწვია. ივნისში, საგარეო სახელმწიფო ვალი 11 მილიონი დოლარით გაიზარდა და 4.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 41%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.
სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2015 წლის ბოლოს საგარეო სახელმწიფო ვალი 4.3 მილიარდი დოლარი იყო, 2016 წლის ივნისის ბოლოს კი 4.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. საშინაო ვალი 2016 წლის იანვარ-ივნისში 52 მილიონი ლარით გაიზარდა და 2.9 მილიარდი ლარი შეადგინა.