რომელ მედიასააგენტოებს ენდობიან აშშ-ში ყველაზე მეტად? | კვლევა

რომელ მედიასააგენტოებს ენდობიან აშშ-ში ყველაზე მეტად? | კვლევა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ორგანიზაცია YouGov-მა მედიის სანდოობის კვლევა ჩაატარა. 3-დან 9 აპრილამდე შუალედში ჩატარებულ გამოკითხვაში ამერიკელებს ჰკითხეს, თუ რომელ მედიასააგენტოებს ენდობიან ყველაზე მეტად, ყველაზე ნაკლებად ან რომელთა მიმართ აქვთ ნეიტრალური დამოკიდებულება. გამოკითხულთა პასუხების მიხედვით კი YouGov-მა შეადგინა ნდობის ქულა, რომელიც ამერიკელებისათვის ნაკლებად და მეტად სანდო მედიასააგენტოებს მიენიჭა და, შესაბამისად, რეიტინგიც ჩამოყალიბდა.

კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ აშშ-ში ყველაზე სანდო მედიად The Weather Channel-ს მიიჩნევენ. მისი უპირატესობა კი რეიტინგში მოხვედრილ მომდევნო მედიასააგენტოებთან შედარებით აშკარაა. The Weather Channel-მა +53 ქულა დაიმსახურა. თანაც ის ერთადერთი არხია, რომელსაც თანაბრად სანდოდ მიიჩნევენ როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი და ახალგაზრდა ამომრჩევლები.

კვლევის მიხედვით, ამერიკელებისთვის მეორე ყველაზე სანდო მედიასააგენტოს Public Broadcasting Service-ი (PBS) წარმოადგენს. თუმცა რესპუბლიკელებისა და დემოკრატების განწყობები ამ მედიასააგენტოსთან მიმართებით მკვეთრად განსხვავებულია. საინტერესოა, რომ მესამე ადგილს არა ადგილობრივი, არამედ ბრიტანული მედია BBC-ი იკავებს. ყველაზე სანდო მედიააუტლეტების რეიტინგში მეოთხე ადგილი ამერიკულ The Wall Street Journal-ს უკავია.

ამერიკელებისათვის ყველაზე სანდო მედიასააგენტოების ხუთეულში ხვდება Forbes-ი. აღსანიშნავია, რომ ხუთეულში მოხვედრილი სააგენტოებისაგან განსხვავებით Forbes-ის მიმართ სანდოობის მაჩვენებელი თითქმის მსგავსია როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელებისა და ახალგაზრდებისთვისაც.

ამერიკელებისათვის ყველაზე სანდო მედიასააგენტოების ათეული ასე გამოიყურება: