Visa და Mastercard-ი გეგმავენ გაზარდონ საკომისიო, რომელსაც მერჩანტთა დიდი ნაწილი, კლიენტების საკრედიტო ბარათების მიღებისას იხდის. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საფასურის ზრდა ოქტომბერსა და აპრილში დაიწყება და უმეტესად ონლაინშესყიდვებს შეეხება.
საკონსულტაციო კომპანია CMSPI-ის შეფასებით, ცვლილებების შედეგად, შესაძლოა მერჩანტთა წლიური საკომისიო გადასახადი დამატებით $502 მილიონით გაიზარდოს. შემოსავლის ნახევარზე მეტი ქსელის საკომისიოების ზრდაზე მოვა, ხოლო დანარჩენი გაცვლის, ე.წ. swipe საკომისიოებზე. მერჩანტები აღნიშნულ საკომისიოს მყიდველების მიერ საკრედიტო ბარათის გამოყენებისას იხდიან.
Nilson Report-ის მონაცემებით, გასულ წელს, ამერიკულმა სავაჭრო ობიექტებმა Visa და Mastercard-ის ბარათების საკომისიოში დაახლოებით $93 მილიარდი გადაიხადეს. მაშინ, როდესაც მყიდველთა მიერ, ამ ბარათებით სარგებლობის საკომისიომ 2012 წელს მხოლოდ $33 მილიარდი შეადგინა.
თუმცა, მერჩანტები ამ ხარჯის დიდ ნაწილს დიდწილად ფასების ზრდით აბალანსებენ. გარდა ამისა, მცირე ბიზნესის ნაწილმა, მომხმარებლისთვის, რომელიც სადებეტო ბარათით, ნაღდი ფულით ან ჩეკით იხდის, ფასდაკლებების შეთავაზებაც დაიწყო.
ზოგადად, მერჩანტთა მიერ გადასახდელ საკომისიოებს, თავად ბარათთა ქსელები, მაგალითად ამ შემთხვევაში Visa და Mastercard-ი ადგენენ. ქსელის საკომისიო სწორედ Visa და Mastercard-ის საშუალებით ირიცხება, ხოლო გაცვლითი საკომისიო იმ ბანკში გადადის, რომელმაც ბარათი გამოსცა.