საკოლექციო რეტრო-ავტომობილები არა მხოლოდ ლამაზი და იშვიათი შენაძენია, რომელიც მფლობელის ავტოფარეხს ამშვენებს და მისი სიამაყის საგანია. მათში ინვესტირება ზოგ შემთხვევაში უფრო მოგებიანია, ვიდრე უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, ძვირფასი ქვები ან ხელოვნების ნიმუშები.
რეტრო-ავტომობილებზე ფასის ზრდა ისეთ დეტალებზეა დამოკიდებული, როგორიცაა რამდენად მცირესერიულია გამოშვება, მონაწილეობდა თუ არა ავტომობილი ამა თუ იმ მნიშვნელოვან მოვლენაში, ფლობდა თუ არა მას რომელიმე ცნობილი ადამიანი და ა.შ
დღეისათვის, საკოლექციო ნივთებთან შედარებით, ყველაზე მზარდად საკოლექციო მანქანების ფასებია მიჩნეული. ბრიტანული Knight Frank-ის კვლევებით, 2004-2014 წლების ინტერვალში რეტრო-ავტომობილებზე ფასის ზრდამ 430% შეადგინა, რითაც გადაასწრო მარკების, მონეტების, საათების, ღვინოებისა და სხვა საკოლექციო ლოტების ფასთა ზრდას (Knight Frank-ის კვლევაში კონკრეტული აუქციონების სტატისტიკა მოხვდა). დაიწყეთ რეტრო-ავტომობილების კოლექციის შექმნა, მიიღეთ დიდი ესთეტიკური სიმოვნება, იამაყეთ თქვენი საჯინიბოს ჯიშიანი რკინის ულაყებით. სფეროს ყველა წესების დაცვის შემთხვევაში კოლექციონერობით მიღებულ სიამოვნებას დიდ მოგებად გადააქცევთ.
1. ვინტაჟური და კლასიკური ავტომობილები. 10-წლიანი მატების დინამიკა – 430%
ყველაზე ძვირად გაყიდული ლოტი: (კვლევაში მოხვედრილი აუქციონებიდან): Ferrari 275 GTB/4 NART Spider (1967) – ლოტის ფასი: $27.5 მილიონი.
2. საფოსტო მარკები. 10-წლიანი მატების დინამიკა – 255%
ყველაზე ძვირად გაყიდული ლოტი: შვედური Treskilling Yellow (1857) – ლოტის ფასი: $2.1 მილიონი.
3. მონეტები. 10-წლიანი მატების დინამიკა – 225%
ყველაზე ძვირად გაყიდული ლოტი: Flowing Hair US Silver Dollar (1794) – ლოტის ფასი: $10 მილიონი.
4. ხელოვნების ნიმუშები: 10-წლიანი მატების დინამიკა – 187%
ყველაზე ძვირად გაყიდული ლოტი: ფრენსის ბეკონის “Three Studies of Lucian Freud” (1969) – ლოტის ფასი: $143 მილიონი.
5. ღვინო: 10-წლიანი მატების დინამიკა – 182%
ყველაზე ძვირად გაყიდული ლოტი: Domaine de la Romanee-Conti (1978), 12-ბოთლიანი ქეისი – ლოტის ფასი: $476,280.
6. ძვირფასი ქვები: 10-წლიანი მატების დინამიკა – 146%
ყველაზე ძვირად გაყიდული ლოტი: “Pink Star” Diamond (2013) – ლოტის ფასი: $83 მილიონი.
7. ჩინური კერამიკა: 10-წლიანი მატების დინამიკა – 83%
ყველაზე ძვირად გაყიდული ლოტი: Meiyintang “Chicken Cup” (მე-16 საუკუნე) – ლოტის ფასი: $36 მილიონი.
8. საათები: 10-წლიანი მატების დინამიკა – 83%
ყველაზე ძვირად გაყიდული ლოტი: Henry Graves Supercomplication watch by Patek Philippe (1933) – ლოტის ფასი: $11მილიონი.
9. ანტიკვარული ავეჯი: 10-წლიანი მატების დინამიკა – 19%
ყველაზე ძვირად გაყიდული ლოტი: ბადმინტონის კაბინეტი (მე-17 საუკუნე) – ლოტის ფასი: $36 მილიონი.
ყველაზე ძვირად ღირებული რეტრო
ინვესტირების ეს სფერო ერთი შეხედვით იოლი საქმეა, თუმცა ეს ასე სულაც არ არის და დეტალების არცოდნის შემთხვევაში ძალიან რთული და სარისკოცაა. უნდა გაითვალისწინოთ, რომ პოტენციური მყიდველები ავტომობილში ექვს- ან სულაც შვიდნიშნა რიცხვის გადახდამდე მოითხოვენ მისი წარმოშობისა და ორიგინალობის სრულ საექსპერტო დასკვნებს, რესტავრაციის შემთხვევაში მისი ხარისხისა და გამოყენებული დეტალების ორიგინალობის დამადასტურებელ საბუთებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სანამ ავტომობილი თქვენს კოლექციაშია, ის სათანადო ავტოფარეხში ან სულაც სალონში უნდა ინახებოდეს, სადაც შენახვის ყველა პირობები იქნება დაცული, რაც არცთუ მცირე დანახარჯებთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ თქვენი ავტომობილის ფასი გაიზარდოს, სასურველია პერმანენტულად მიიღოთ მონაწილეობა შესაბამის გამოფენებში და ეცადოთ, მოიპოვოთ პრიზები, რაც ფასის გაზრდის საკმაოდ რეალური პირობაა.
3. 1954-1955 Mercedes-Benz W196 R Silver Arrow – $31,6 მილიონი
გაიყიდა Bonhams-ის აუქციონზე 2013 წლის ივლისში.
2. Bugatti Type 57SC Atlantic 1936 წლის გამოშვება – $38 მილიონი
ბარონ ვიქტორ როტშილდ მესამის ავტომობილი, 1971 წელს კოლექციონერმა პიტერ უილიამსონმა $ 59000 შეიძინა. გაიყიდა $38 მილიონ დოლარად 2010 წელს Gooding and Company-ის აუქციონზე.
1. 1957 Ferrari 250 Testa Rossa $39.8 მილიონი
გაიყიდა ლონდონში 2012 წლის თებერვალში, კერძო კოლექციონერის მიერ. მყიდველმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.