ამერიკელი მილიარდერისა და ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის, განცხადებით, Tesla ყოველწლიურად 200,000 ერთეული ელექტროპიკაპის, Cybertruck-ის წარმოებას გეგმავს. ბოლო მონაცემებით, Tesla-ს საწარმოო რაოდენობა წელიწადში მხოლოდ 125,000 ერთეული ელექტროპიკაპი გახლდათ.
Tesla-ს ელექტროპიკაპის მიწოდებას საზოგადოება უკვე 4 წელია, ელოდება. ილონ მასკის განცხადებით კი, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, Cybertruck-ის პირველი წყების მიწოდება 30 ნოემბრიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, Tesla-ს ახალი ელექტროპიკაპი ილონ მასკმა სპეციალურ ღონისძიებაზე 4 წლის წინ წარადგინა. ამ პერიოდის განმავლობაში, Cybertruck-ის წარმოების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა: ნახევარგამტარების დეფიციტი, კოვიდპანდემია, მიწოდების ჯაჭვის პრობლემები და სხვა სირთულეები.