აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი Google-ისგან Chrome-ის გასხვისებას ითხოვს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი Google-ისგან Chrome-ის გასხვისებას ითხოვს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანია Alphabet-ს სასამართლოში უჩივის და ბრალად ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევას სდებს. DOJ-ის ბრალდებით Alphabet-ის შვილობილი Google-ის საძიებო სისტემას ბაზარზე მონოპოლია აქვს და სამართლიანი კონკურენციის პირობების შესაქმნელად Chrome-ის გასხვისებას ითხოვს.

გარდა ამისა, ამერიკელი პროკურორები მოსამართლისგან მოითხოვენ, რომ Google-ს კომპანიებთან ექსკლუზიური შეთანხმებების გაფორმება აუკრძალოს. იგულისხმება, რომ Apple-ისა და Samsung-ის სმარტფონებში Google-ი ავტომატური საძიებო სისტემაა, რითიც სამართლიანი კონკურენციის პრინციპები იზღუდება.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ირწმუნება, რომ აღნიშნული ზომების მიღების შემთხვევაში მონოპოლიზებული ბაზარი გაიხსნება და საძიებო სისტემების სხვა კომპანიები სამართლიან გარემოში მოხვდებიან. Google-ი იუსტიციის დეპარტამენტის ქმედებას უხეშ ჩარევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს ამერიკელებსა და ამერიკის ტექნოლოგიურ მოწინავე პოზიციას დააზიანებს. სასამართლო საკითხის შესახებ გადაწყვეტილებას 2025 წლის ზაფხულში მიიღებს.

ცნობისთვის, Google-ი საძიებო სისტემების ბაზრის ერთპიროვნული ლიდერია. Statcounter-ის ინფორმაციით, ინტერნეტში გლობალური საძიებო სისტემების გამოყენების 90% სწორედ Google-ზე მოდის.