OpenAI-ი Broadcom-თან ერთად პირველ AI-ჩიპს 2026 წელს შექმნის

OpenAI-ი Broadcom-თან ერთად პირველ AI-ჩიპს 2026 წელს შექმნის

Financial Times-ის ინფორმაციით, მომავალი წლიდან OpenAI კომპანია Broadcom-თან პარტნიორობით ხელოვნური ინტელექტის პირველ ჩიპს აწარმოებს. გამოცემის თანახმად, OpenAI გეგმავს, რომ ჩიპი მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის გამოუშვას.

OpenAI საკუთარი სისტემების წვრთნისა და ფუნქციონირებისათვის მასშტაბურ გამოთვლით სიმძლავრეებს იყენებს. კომპანიას საკუთარი ნახევარგამტარის წარმოება უკვე დიდი ხანია, სურს. ჯერ კიდევ შარშან Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ OpenAI-ი Broadcom-თან და TSMC-სთან საკუთარი ჩიპის წარმოებისთვის თანამშრომლობას განიხილავდა. პარალელურად კი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო AMD-სთან და Nvidia-სთან თანამშრომლობდა. იმ დროისათვის OpenAI-ს მიზანი სხვადასხვა ოფციის მოძიებით ჩიპების მიწოდების დივერსიფიკაცია და ხარჯების შემცირება გახლდათ.

მოგვიანებით, კომპანიამ გადაწყვიტა ჩიპების უმსხვილეს მწარმოებელზე, Nvidia-ზე საკუთარი დამოკიდებულება შეემცირებინა და ჩიპის შიდაწარმოება ეცადა.

Broadcom-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰოქ თენის განცხადებით, 2026 წელს კომპანია ხელოვნური ინტელექტის მიმართულების შემოსავლების ზრდას გეგმავს, რაც იმითაა განპირობებული, რომ ახალი მომხმარებლისაგან $10 მილიარდის ღირებულების AI ინფრასტრუქტურის მსხვილი შეკვეთა მიიღო. Broadcom-ის CEO-ს მომხმარებლის ვინაობა არ გაუჟღერებია.

OpenAI-ს მსგავსად ხელოვნური ინტელექტის მოდელების წვრთნისა და მართვისათვის გამოთვლით სიმძლავრეზე მოთხოვნის ზრდის დასაკომპენსირებლად, ჩიპების შიდაწარმოების გადაწყვეტილება ისეთმა კომპანიებმა მიიღეს, როგორებიცაა: Google-ი, Amazon-ი და Meta.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.