სირიის ხელისუფლებამ ასადის ქიმიური იარაღის განადგურების გეგმა წარმოადგინა

სირიის ხელისუფლებამ ასადის ქიმიური იარაღის განადგურების გეგმა წარმოადგინა

ფოტო: Reuters

 

სირიის ახალმა ხელისუფლებამ ბაშარ ასადის პერიოდის ქიმიური იარაღის მარაგების განადგურების ვაშინგტონის მიერ მხარდაჭერილი გეგმა წარმოადგინა. საუბარია ქიმიურ იარაღზე, რომელსაც ბაშარ ასადის მთავრობა წლების განმავლობაში ქმნიდა და შემდეგ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდა.

სირიის სამოქალაქო ომის დროს ასადის შეიარაღებული ძალების მიერ ოპოზიციური ძალებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ  ქიმიური იარაღის გამოყენებას ათასობით სირიელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქვეყნის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის კონვენციას ხელი 2013 წელს მოაწერა და 1,300 ტონა ნივთიერების ფლობა დაადეკლარირა, თუმცა მისი უკანონოდ გამოყენება შემდეგი წლების განმავლობაში მაინც განაგრძო.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სირიის ელჩის, იბრაჰიმ ოლაბის, განმარტებით, ქვეყნის საკუთრებაში არსებული ქიმიური შეიარაღების ნარჩენები „ქიმიური იარაღების აკრძალვის ორგანიზაციის“ (OPWC) ზედამხედველობით განადგურდება და მას მეთვალყურეობას აშშ-ის, გერმანიიის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და საფრანგეთის წარმომადგენლებისაგან შემდგარი ჯგუფი გაუწევს.

OPWC-ის ექსპერტების განმარტებით, მონიტორინგის ჯგუფმა სირიაში მდებარე 100-მდე ობიექტის ინსპექტირება უნდა მოახდინოს, რათა განსაზღვროს, რა ტოქსიკური შეიარაღება რჩება ქვეყანაში და როგორ უნდა განადგურდეს ის.

მასობრივი განადგურების შეიარაღების რეგიონში გავრცელების პრევენციისათვის ხანგრძლივი და ხარჯიანი ოპერაციის წარმოება იქნება საჭირო. ირანში მიმდინარე ომის გამო პროცესის დაწყება, სავარაუდოდ, ცოტა ხნით კიდევ გადაიდება.

აჰმად ალ-შარაას მთავრობამ ასადის რეჟიმის გადაგდების შემდეგ პირობა დადო, რომ საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფს ქიმიურ იარაღზე სრულ წვდომას მისცემდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.