კოსმოსური ეკონომიკა – რომელი სექტორები გაიზრდება ყველაზე მეტად 2035 წლამდე?

კოსმოსური ეკონომიკა – რომელი სექტორები გაიზრდება ყველაზე მეტად 2035 წლამდე?

ფოტო: oecd.org

 

კოსმოსი და კოსმოსური ეკონომიკა უკვე დიდი ხანია, მხოლოდ ხომალდებისა და სატელიტების ინდუსტრიებს გასცდა. 2035 წლისთვის მას ორბიტის მიღმა არსებული ინდუსტრიების განვითარების შესაძლებლობა აქვს – დაწყებული ლოჯისტიკით, გაგრძელებული სოფლის მეურნეობით და დასრულებული ეროვნული უსაფრთხოებით.

საკონსულტაციო ფირმა McKinsey-ის მიერ Global X Canada-სთან პარტრნიორობით მომზადებული კვლევა კოსმოსის განვითარების ტენდენციას შეისწავლის და 2035 წლის პროგნოზს წარმოადგენს.

ანგარიშის თანახმად, 2023-დან 2035 წლამდე კოსმოსის ეკონომიკა თითქმის გასამმაგდება და $1.84 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

გასათვალისწინებელია, რომ კოსმოსური ინდუსტრიების ზრდა არ იქნება თანაბარი. მაგალითად, მიწოდების ჯაჭვის სექტორი, რომელიც სატელიტურ მონაცემებსა და კავშირგაბმულობაზეა დამოკიდებული, ანალიტიკოსების ვარაუდით, 2035 წლისთვის ყველაზე მეტად გაიზრდება. ანგარიშის თანახმად, 2035 წლისთვის აღნიშნული ინდუსტრიის ეკონომიკა $415 მილიარდს მიაღწევს. მოგეხსენებათ, ამ სექტორებისათვის ორბიტიდან დედამიწის დაკვირვება და სატელიტური ნავიგაცია ქსელების გასამართად გადამწყვეტ ტექნოლოგიაა.

შემდეგი ყველაზე მსხვილი ეკონომიკა, პროგნოზის მიხედვით, 2035 წლისთვის სასურსათო ინდუსტრიას ექნება. ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ინდუსტრია კოსმოსური მონიტორინგისა და ზუსტი დაკვირვების ტექნოლოგიების განვითარების დამსახურებით, $337 მილიარდამდე გაიზრდება.

მესამე ყველაზე მზარდი ინდუსტრია თავდაცვის სექტორია. კერძოდ, სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული თავდაცვა. სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება სულ უფრო აქტიურად მოითხოვს კოსმოსური ჩართულობის ზრდას, სათვალთვალო, საკომუნიკაციო და უსაფრთხოების ქსელების გამოყენებას. შესაბამისად, ანგარიშის თანახმად, 2035 წლისთვის კოსმოსური თავდაცვის ეკონომიკა $253 მილიარდამდე გაიზრდება.

აშკარაა, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, კოსმოსისა და მისი რესურსების ათვისების ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება და მივიღებთ მულტისექტორულ ეკოსისტემას, სადაც წარმოდგენილები იქნებიან როგორც სახელმწიფოები, ისე კერძო კომპანიები.

ინდუსტრია2023 წელი2035 წლის პროგნოზი
მიწოდების ჯაჭვი და ტრანსპორტი$88 მილიარდი$415 მილიარდი
საკვებისა და სასმლის ინდუსტრია$100 მილიარდი$337 მილიარდი
სახელმწიფოს დაფინანსებული თავდაცვა$94 მილიარდი$253 მილიარდი
საცალო გაყიდვები$56 მილიარდი$171 მილიარდი
მედია, გართობა და სპორტი$144 მილიარდი$158 მილიარდი
სახელმწიფოს დაფინანსებული სამოქალაქო სერვისები$62 მილიარდი$147 მილიარდი
ციფრული კომუნიკაციები$19 მილიარდი$70 მილიარდი
კოსმოსი$22 მილიარდი$67 მილიარდი

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.