2026 წლის Under 30-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია — FUTURE IS UNDER 30

2026 წლის Under 30-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია — FUTURE IS UNDER 30

18 სექტემბერს Forbes Georgia-მ და პროექტის გენერალურმა პარტნიორმა, საქართველოს ბანკმა, 2026 წლის 30 Under 30-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გამართეს.

უკვე მერვე წელია, Forbes Georgia-ს Under 30-ის პლატფორმა იმ ახალგაზრდა ლიდერებს, ინოვატორებსა და შემოქმედებს აერთიანებს, რომლებიც თავიანთი ძალისხმევით, გამბედაობითა და პროფესიონალიზმით ქვეყნის მომავალს ქმნიან. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო FUTURE IS UNDER 30. შესარჩევ ეტაპზე 400-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა და საუკეთესო ახალგაზრდა პროფესიონალები რვა განსხვავებულ კატეგორიაში გამოვლინდნენ.

ღონისძიება მუსიკალური წარმოდგენით გაიხსნა. სტუმრების წინაშე ჯაზ-პიანისტი ლუკა თოფურია სამი კომპოზიციით წარდგა.

ღონისძიების წამყვანები იყვნენ Global Tech Weekend -ის აღმასრულებელი დირექტორი მედეა ჯანჯღავა და სააგენტო კრაკენის დამფუძნებელი, მარკეტერი გიორგი კონტუაძე.

ოფიციალური ცერემონია Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის, შოთა დიღმელაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

„ჩვენი მიზანია, გამოვკვეთოთ გამორჩეული ახალგაზრდები, რომლებმაც ადრეულ ასაკშივე შეძლეს, ნიჭი რეალურ მიღწევად ექციათ, ხოლო იდეები და ამბიცია — საქმედ, რომელიც უკვე ტოვებს თვალსაჩინო კვალს ბიზნესში, კულტურაში, ტექნოლოგიებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.“

სტუმრებს სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან გომშიაშვილმა:

„საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომლებიც ახალი იდეებითა და ენთუზიაზმით ახორციელებენ ცვლილებებს. გვჯერა, რომ ქვეყნის მომავალი სწორედ იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც დღეს გაბედულად ფიქრობენ, ქმნიან და არ ჩერდებიან.“

ღონისძიების საერთაშორისო მასშტაბზე ისაუბრა აშშ-ის საელჩოს მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ჰარვი სერნოვიცმა. ხოლო Toyota Caucasus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ლეკიშვილმა ახალგაზრდა ლიდერებს შემდგომი განვითარება და ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა.

2026 წლის გამარჯვებულები კატეგორიების მიხედვით

1. ანტრეპრენიორები და მეწარმეები

კატეგორიის წარმდგენი გახლდათ Lexus Georgia. გამარჯვებულები სცენაზე Toyota Caucasus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ლეკიშვილმა გამოაცხადა და პრიზები გადასცა:

  • გიორგი ქადაგიძე — Skrib.com-ის გენერალური დირექტორი

  • ანა მირიანაშვილი — ჩელთი ვაინერის თანადამფუძნებელი

  • ელენე ბიბილეიშვილი — Hapttic-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

  • ლევან ასანიძე — Herio-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

  • გეგი გვაზავა — Herio-ს თანადამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორი

  • ავთანდილ კუჭავა — პიქსელ აკადემის აღმასრულებელი დირექტორი

  • ერიკ ოგანესიანი — საიბერშოკის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

ჟიური: ელენე ჯღარკავა (კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი), რატი ღოლიჯაშვილი (ბიოქიმფარმის მმართველი პარტნიორი), ირო ცაგარეიშვილი (ანგელოზი ინვესტორების ქსელ „აქსელის“ დირექტორი), ზურაბ პერტაია (ედუტექის დამფუძნებელი) და მარიამ ახვლედიანი (QuickShipper-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი).

2. ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერცია

კატეგორიის წარმდგენი იყო კომპანია Alta. გამარჯვებულები კომპანიის რითეილისა და მარკეტინგის დირექტორმა, მაია მაჭარაშვილმა წარადგინა.

  • თათია წმინდაშვილი — Startup Solutions Architect, Amazon Web Services (AWS)

  • რაფაელ კალანდაძე — Wandero-ს თანადამფუძნებელი და CTO

  • ბექა გრძელიშვილი — Meta-ს პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი, მონაცემთა დაცვის კონტროლის ლიდი

  • გურამ ქერეჭაშვილი — გამოყენებითი AI ინჟინერი Mistral-ში

  • გრიგოლი (გიგა) ვაშაკიძე — AI სისტემების ინჟინერი წამლების აღმოჩენის მიმართულებით (Accelerating Drug Discovery)

ჟიური: ლევან გომშიაშვილი (საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე), კობა ცერცვაძე (კნიკის თანადამფუძნებელი), ანანო დოლაბერიძე (ფაბერის თანადამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი), ლევან მამულაშვილი (ციფრული ბანკინგის ექსპერტი, 2025 წლის ოცდაათწლამდელი), გიორგი იაშვილი (კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონსულტანტი), ნინუცა ნანიტაშვილი (სტარტაპებისა და ტექნოლოგიების ევანგელისტი) და შოთა დიღმელაშვილი (Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი)

3. ფინანსები

ფინანსური სექტორის ახალგაზრდა ლიდერები ჟიურის წევრმა, Grant Thornton Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, ვახტანგ ცაბაძემ დააჯილდოვა:

  • რატი მორჩილაძე — ფორსაითის დირექტორი

  • გიორგი კერატიშვილი — Point72, Long/Short Equity Analyst

  • ნუცა მეტრეველი — Scotiabank-ის ტექნოლოგიების სექტორის საინვესტიციო ბანკირი

  • ანასტასია ასათიანი — FCC აკუალიას სტრატეგიული პროექტებისა და ინვესტიციების ხელმძღვანელი აზია-აფრიკის რეგიონში

  • ქეთი ზირაქაშვილი — PEFOX-ის საინვესტიციო ანალიტიკოსი

ჟიური: გიორგი გურეშიძე (საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე საცალო საბანკო საქმიანობის მიმართულებით), გიორგი კუპრაშვილი (Galt & Taggart-ის გენერალური დირექტორი), თორნიკე კორძაია (Reformatics Capital-ის გენერალური დირექტორის მოადგილე), ეთერ ირემაძე (საბანკო და ფინანსური სექტორის ლიდერი), დავით ზღუდაძე (Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში), გიორგი სიმონგულაშვილი (European Business Angel Network-ის საბჭოს წევრი, GEC-ის პარტნიორი) და ვახტანგ ცაბაძე (Grant Thornton Georgia-ს მმართველი პარტნიორი)

4. ხელოვნება და სტილი

კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის რჩეულები საზოგადოებას საქველმოქმედო ფონდ „ხელოვნება საზღვრების გარეშე“-ს დამფუძნებელმა, თამუნა კირვალიძემ გააცნო:

  • ლაშა კოტორაშვილი — JoyBoy Creative Studio-ს თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი (ECD)

  • ლაშა კვარაცხელია — „ვაითი მეგეზინის“ დამფუძნებელი

  • ანა გაბუნია — სერვისპლან ჯგუფის არტ-დირექტორი

  • დავითი გარუჩავა — AGBO-ს კრეატიული დეველოპერი

  • სოფია ხუციშვილი — ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის დირიჟორი

  • გურამ ცინცაძე — ვენის Musikverein-ის ოქროს დარბაზში პირველი ქართველი დირიჟორი; Musikfreunde Baden-ის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი

ჟიური: თამუნა კირვალიძე (საქველმოქმედო ფონდ „ხელოვნება საზღვრების გარეშე“-ს დამფუძნებელი), თინა ასათიანი (გამომცემლობა „პალიტრა L“-ის დირექტორი), სალომე ჟორდანია (პიანისტი, Under 30-ის გამარჯვებული) და თამთა ჯაფარაშვილი (გამომცემელი, „მოვას“ დამფუძნებელი)

5. განათლება და მეცნიერება

კატეგორიის წარმდგენი იყო გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკი. გამარჯვებულებს ჯილდოები საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ გადასცა:

  • გიორგი კობიძე — მკვლევარი, სასამართლო ექსპერტიზის მეცნიერებათა დოქტორი

  • მარიამ ფაშალიშვილი — ბიომედიქსის დამფუძნებელი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი

  • გივი კალანდია — ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის მკვლევარი, ქიმიკოსი

  • ქეთევან ჭინჭარაძე — სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი; პლატფორმა „ცნობისთვის“-ს დამფუძნებელი

  • ნინო ჩხარტიშვილი — ფინეთის ტექნიკური კვლევითი ცენტრის მეცნიერ-მკვლევარი

ჟიური: ანა ლომთაძე (საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი), ნანა დიხამინჯია (საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ტექნოლოგიების მიმართულებით), ზაალ კოკაია (ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი), ელენე ჟურავლიოვა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი), მარეხი გვარამაძე (ანტრეპრენიორი, კანტის აკადემიისა და დილისკარის თანადამფუძნებელი), ლევან გურგენიძე (ბრიტანული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი აკადემიური და კვლევითი განვითარების მიმართულებით) და ნუცა კობახიძე (ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი)

6. საზოგადოებრივი გავლენა

Forbes Georgia-ს სარედაქციო გუნდის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები სცენაზე Forbes Georgia-ს აღმასრულებელმა რედაქტორმა, დავით ცირამუამ წარადგინა:

  • ერეკლე ბაღაშვილი — მსოფლიო რეკორდსმენი, ულტრა-ველომრბოლელი და ამბის მთხრობელი

  • ნინო თიგიშვილი — „თიგის სახლის“ დამფუძნებელი, სოციალური მეწარმე და ლექტორი

  • თორნიკე მიგინეიშვილი — მართლმსაჯულების სახლის ადვოკატი, „ტელეკომპანია პირველის“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი

7. სპორტი

კატეგორიის წარმდგენი იყო საქართველოს ბანკი. გამარჯვებულები გამოაცხადა Forbes Georgia-ს აღმასრულებელმა რედაქტორმა, იზა გვარამაძემ:

  • სანდრო მამუკელაშვილი — NBA-ის ცენტრ-ფორვარდი (Los Angeles Lakers)

  • გიორგი მიქაუტაძე — თავდამსხმელი (Villarreal CF, საქართველოს ეროვნული ნაკრები)

  • ანა ჯაფარიძე — პარატაეკვონდოისტი, საქართველოს ეროვნული ნაკრები, პარალიმპიური პრიზიორი და ევროპის ჩემპიონი

  • დავით ნინიაშვილი — ფულბექი (Stade Rochelais, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები)

  • თეონა ფიროსმანაშვილი — პროფესიონალი მოკრივე, ზემსუბუქი წონითი კატეგორია, საქართველოს ჩემპიონი

ჟიური: გიორგი დოდელია (რკენას აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი), იზა გვარამაძე (Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი), გიორგი უგულავა (სპორტული მიმომხილველი), ბაჩა მალაზონია (Setanta Eurasia-ს Chief Visionary Officer), გიორგი ჯავახაძე (სცენარისტი, იუმორისტი, პოდკასტის „უჯარიმოდ“ ავტორი და წამყვანი) და ეგნატე შამუგია (Forbes Georgia-ს ანალიტიკოსი)

8. Forbes Choice (Forbes-ის რჩეული)

საღამოს ბოლოს Forbes Georgia-მ საკუთარი რჩეულებიც გამოავლინა — ახალგაზრდები, რომელთა საქმიანობამ, ისტორიამ ან სამომავლო გეგმებმა სარედაქციო გუნდის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

  • ნათია თოდუა — მომღერალი და კომპოზიტორი

  • მარიამ გოიშვილი — „სოლანა სუპერთიმ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი

  • ნინო გადელია — „შაინ ენერჯისა“ და „შაინ ენერჯი სოლუშენსის“ დამფუძნებელი

  • ელისაბედ ლეთოდიანი — ნიუ-იორკის კინოაკადემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტი

  • ნინა ქარჩხაძე — „032 კოლექტივის“ პორტფელის დირექტორი

  • სანდრო მერკვილიშვილი — „2 ნაბიჯის“ ელექტრონული კომერციის დირექტორი


ოფიციალური დაჯილდოების დასრულების შემდეგ, შეკრება არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა. Under 30-ის გამარჯვებულებს, ჟიურის წევრებს, Forbes-ის ბიზნესპარტნიორებსა და სტუმრებს საშუალება მიეცათ უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძველი ჩაეყარათ. საღამო DJ და პროდიუსერ თამთა თავართქილაძის მუსიკალური სეტით დასრულდა.

  • პროექტის გენერალური პარტნიორი: საქართველოს ბანკი

  • პროექტის პარტნიორები: Lexus Georgia, Alta

  • მასპინძელი სივრცე: ცისკარი

  • მხარდამჭერები: Chelti, Grant Thornton Georgia, NIMBI, PLANETARIUM, Eleven Group, Plug and Play, Rtvelisi, Gvelebiani Law, SARAJISHVILI, EurAsia Gulf, The Singleton, Funky Brands, BORJOMI ENERGIA, Visual Fragments, EFES, მარცვლეულის სახლი, NOCTURNE, DAFI Robotics, PRINTOMATO, Kaba Georgia.