ვინ აკონტროლებს კრიტიკულ მინერალებს, რომლებიც AI-ს ამუშავებს?

ვინ აკონტროლებს კრიტიკულ მინერალებს, რომლებიც AI-ს ამუშავებს?

ფოტო: Dado Ruvic/Illustration

 

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკვე თითქმის ყველა ადამიანისთვის ყოველდღიურობას წარმოადგენს. ტექნოლოგიის გამოყენებაზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად კი ბუნებრივად იზრდება მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ნედლეულზე მოთხოვნაც. AI-ინფრასტრუქტურა სცდება მხოლოდ ჩიპებსა და ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას და მის შესაქმნელად რამდენიმე სახეობის კრიტიკული მინერალია საჭირო. მათ შორისაა გალიუმი, იშვიათი მეტალები და ტანტალი. აღნიშნული მინერალები სწორედ AI-სთვის საჭირო ნახევარგამტარების, მაგნიტებისა და ელექტროკვების სისტემების შესაქმენლად გამოიყენება.

სტატიაში წარმოგიდგენთ იმ სახელმწიფოთა რეიტინგს, რომელთაც ამ კრიტიკულ მინერალებზე აქვთ კონტროლი. მონაცემები აღებულია მსოფლიო ბანკის მსოფლიოს განვითარების 2026 წლის და აშშ-ის გეოლოგიური კვლევის მინერალების მოპოვების 2026 წლის ანგარიშებიდან და მოიცავს 2025 წლის სტატისტიკას.

გალიუმი

ამ კრიტიკული მინერალის მთლიანი მარაგების 99% ჩინეთში მოიპოვება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთი მსოფლიოში მიწისქვეშ არსებული გალიუმის 99%-ს ფლობს. გალიუმი, როგორც წესი, ალუმინისთვის ბოქსიტის გადამუშავების თანამდევი პროდუქტის სახით მოიპოვება და ჩინეთის უზარმაზარმა ალუმინის ინდუსტრიამ ხელი შეუწყო მას გალიუმის მოპოვების მასშტაბურ განვითარებაში. ადრე არსებულმა ჭარბმა მიწოდებამ და დაბალმა ფასებმა ასევე ხელი შეუწყო სხვა მწარმოებლების ბაზრიდან გასვლას.

გალიუმი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ისეთ ნაერთებს, როგორიცაა გალიუმის ნიტრიდი (GaN), შეუძლიათ ეფექტიანად იმუშაონ მაღალი ძაბვისა და ტემპერატურის პირობებში. ეს თვისებები გალიუმს გამოსადეგს ხდის მაღალი ხარისხის ნახევარგამტარებსა და ენერგეტიკულ ელექტრონიკაში, რაც სულ უფრო მეტად გასათვალისწინებელი ფაქტორია, რადგან ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებს მეტი გამოთვლითი სიმძლავრე და ელექტროენერგია სჭირდებათ.

ქვეყანაწილი გლობალურ წარმოებაში
ჩინეთი99.0%
სხვა ქვეყნები1.0%
იშვიათი მეტალები

ჩინეთის დომინაცია იშვიათი მეტალების მოპოვებაშიც აშკარაა. სწორედ ჩინეთზე მოდის საერთო მოცულობის 69,2%, რასაც მოსდევს აშშ – 13,1%-ით და ავსტრალია – 7,4%-ით.

მიუხედავად სახელწოდებისა, იშვიათი მეტალები სინამდვილეში 17 ელემენტისგან შემდგარ ჯგუფს წარმოადგენს. მათ კომპიუტერულ ტექნიკაში სხვადასხვა დანიშნულება აქვთ.  მაგალითად, ნეოდიმი და პრაზეოდიმი გამოიყენება მძლავრ მუდმივ მაგნიტებში, რომლებიც მყარ დისკებსა და სხვა მოწყობილობებში გვხვდება, ხოლო სხვა იშვიათი ელემენტები გამოიყენება ნახევარგამტარებში, ეკრანებში, ოპტიკურ სისტემებსა და მონაცემთა შენახვის ტექნოლოგიებში.

ქვეყანაწილი გლობალურ წარმოებაში
ჩინეთი69.2%
აშშ13.1%
ავსტრალია7.4%
მიანმარი5.6%
ტაილანდი1.2%
ინდოეთი0.7%
სხვა ქვეყნები2.6%
ტანტალი

ტანტალის წარმოებას ძალიან განსხვავებული გეოგრაფიული არეალი აქვს. სამთო წარმოების 52% კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე მოდის, ხოლო რუანდა და ნიგერია, შესაბამისად, 16%–ისა და 15.6%-ის მოპოვებაზე არიან პასუხისმგებელნი. ერთად, ეს სამი ქვეყანა ჯამური მიწოდების 83.6%-ს შეადგენს.

ხელოვნურ ინტელექტთან ტანტალის კავშირი ძირითადად ელექტრულ კონდენსატორებს ეხება. პოლიმერული ტანტალის კონდენსატორებს შეუძლიათ უზრუნველყონ მაღალი ტევადობა კომპაქტურ კორპუსში და სტაბილური ელექტრული მახასიათებლები, რაც მათ გამოსადეგს ხდის რთული საოპერაციო პირობების მქონე ენერგოსისტემებში. 2026 წლის ინდუსტრიული ანგარიშები მიუთითებს, რომ ხელოვნური ინტელექტის სერვერები ტანტალის კონდენსატორებზე მოთხოვნის მზარდი წყაროა.

ქვეყანაწილი გლობალურ წარმოებაში
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა52.0%
რუანდა16.0%
ნიგერია15.6%
ბრაზილია7.6%
ჩინეთი3.2%
ავსტრალია2.0%
ეთიოპია1.6%
რუსეთი1.2%
სხვა ქვეყნები0.8%

წარმოების კონცენტრაცია ავტომატურად არ ითარგმნება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაში უპირატესობად. თანამედროვე ჩიპები, წარმოების სიმძლავრე, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და კაპიტალი – ყველაფერი მნიშვნელოვანია. თუმცა როდესაც ერთი ან რამდენიმე ქვეყანა დომინირებს კრიტიკული მასალის წარმოებისას, ექსპორტის შეზღუდვებმა ან მიწოდების შეფერხებებმა შესაძლოა, გლობალური ტექნოლოგიების მიწოდების ჯაჭვებზე მოახდინოს გავლენა..

ეს რისკი უკვე თვალსაჩინოა. ჩინეთმა ბოლო წლებში გალიუმთან დაკავშირებულ პროდუქტებსა და შერჩეულ საშუალო და მძიმე იშვიათი მეტალების პროდუქტებზე ექსპორტის კონტროლი დააწესა. ამ ზომებმა სხვა ქვეყნების მთავრობები და კომპანიები წაახალისა, ეძიონ ალტერნატიული მომწოდებლები და ახალი წარმოების სიმძლავრეები.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.