საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა) 4.6% შეადგინა.
ბოლო ერთ წელიწადში, ანუ 2018 წლის ივლისის შემდეგ, ყველაზე მეტად – 71%-ით მწავნე ლობიო გაძვირდა, შემდეგ მოდის ხახვი 66%-ით. ბადრიჯანი 58%-ით გაძვირდა, პომიდორი 39%-ით. დაახლოებით 30%-ითაა გაძვირებული სიგარეტი.
მნიშვნელოვანი პროდუქტებიდან ასევე გაძვირებულია შაქარი 25%-ით, კარტოფილი 23%-ით, პური 15%-ით, ყველი 11%-ით, ძროხის ხორცი 12%-ით, რძე 8%-ით, ბრინჯი 8%-ით და წიწიბურა 8%-ით.
ცხრილი: საქონელი და მომსახურება, რომელიც 2018 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მეტად გაძვირდა
საქონელი და მომსახურება | გაძვირების % |
მწვანე ლობიო | 71% |
ხახვი | 66% |
ბადრიჯანი | 58% |
პომიდორი | 39% |
მუზეუმის ბილეთი | 32% |
ნიორი | 30% |
ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი | 30% |
იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი | 30% |
ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი | 26% |
შაქარი | 25% |
წიწაკა | 23% |
კარტოფილი | 23% |
გაყინული თევზი | 21% |
მსხალი | 18% |
შებოლილი თევზი | 18% |
ყვავილი | 17% |
ხორბლის ფქვილი | 15% |
თვითმფრინავით მგზავრობა | 15% |
ხორბლის პური | 15% |
ახალი მსუბუქი ავტომობილი | 14% |