2018 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 155 მლნ ლარით, უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები კი 83 მლნ დოლარით შემცირდა. ოქტომბრის ბოლოს, საბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 64.2% შეადგინა. სექტემბრის ბოლოს დოლარიზაცია 63.2%, ხოლო ერთი წლის წინ 66.9% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 14.8 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 8.3 მილიარდი ლარის დეპოზიტია განთავსებული.
2017 წლის პირველ ნოემბერთან შედარებით, 2018 წლის პირველ ნოემბერს ლარში განთავსებული დეპოზიტები 1.65 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 311 მლნ დოლარით.
2018 წლის პირველი ნოემბრის მონაცემებით, დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.7%-ია, ერთი წლის წინ 2.6% იყო. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.5%-ია, ერთი წლის წინ 7.7% იყო.
გრაფიკი: საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები, მლნ ლარი