მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება $436 მილიარდით შემცირდა

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება $436 მილიარდით შემცირდა

ბოლო ორ თვეში პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება $436 მილიარდით შემცირდა. მხოლოდ გასულ კვირას უმდიდრესმა ადამიანებმა $181 მილიარდი იზარალეს. მიზეზად S&P 500-სა და Dow Jones-ის ინდექსების რეკორდული შემცირება დასახელდა. $10.3 მილიარდი დააკლდა Facebook-ის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს. სოციალური ქსელის ირგვლივ აგორებული სკანდალის შემდეგ, ცუკერბერგი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში სამი საფეხურით ჩამოქვეითდა. Bloomberg-ის მონაცემებით, Facebook-ის აქციების ფასი 14%-ით შემცირდა.

წარუმატებლად დაიწყო წელი ლარი ელოსონისთვისაც. Oracle-ის დამფუძნებლის ქონება $6.9 მილიარდით შემცირდა. $6.2 მილიარდით შეუმცირდა ქონება უორენ ბაფეტს. პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულის მქონე ჯეფ ბეზოსის ქონება კი $6.1 მილიარდით შემცირდა. $4.6 მილიარდი დაკარგა ლარი პეიჯმა. Bloomberg-ის მონაცემებით, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება ამჟამად $5.2 ტრილიონს შეადგენს.