როგორ გაიზრდებოდა თქვენი ქონება 2010 წელს $5-ის ბიტკოინი რომ შეგეძინათ

როგორ გაიზრდებოდა თქვენი ქონება 2010 წელს $5-ის ბიტკოინი რომ შეგეძინათ

თუკი 2010 წელს ინვესტორი გადაწყვეტდა, რომ $5 დაეხარჯა 2000 ბიტკოინის შესაძენად, მისი ქონება დღეს $4.4  მილიონი იქნებოდა. $1,200-ით 480,000  ბიტკოინის შეძენის შემთხვევისას კი მყიდველის ქონება მილიარდ დოლარს გადასცდებოდა. 

წლის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 500%-ით გაიზარდა. 31 ოქტომბერს ბიტკოინის ფასმა ისტორიაში პირველად $6,400-ს გადააჭარბა, მისი ბაზრის კაპიტალიზაცია კი $106 მილიარდს გადასცდა. კრიპტოვალუტების ბაზრის 54 % ბიტკოინს უკავია. 

2010 წელს ერთი ბიტკოინის ღირებულება $0.08-ზე ნაკლები იყო.