სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, საიდანაც ვგებულობთ, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (9.9%) სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა საფინანსო საქმიანობა 9.3%-ით, ხოლო მესამეზე მშენებლობაა 8.1%-ით.
ეკონომიკა შემცირდა ტრანსპორტის (-0.9%) და კავშირგაბმულობის (-0.2%) სექტორებში.
2016 წელს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დარგი მრეწველობა იყო, ეკონომიკის 17.1%. მეორე ადგილზეა ვაჭრობა (16.3%-ით), ხოლო მესამეზე ტანსპორტი და კავშირგაბმულობაა 10.1%-ით.
ცხრილი: საქართველოს ეკონომიკის ზრდა დარგების მიხედვით, 2016 წელი:
ეკონომიკის სექტორები | ზრდა |
სასტუმროები და რესტორნები | 9.93% |
საფინანსო საქმიანობა | 9.30% |
მშენებლობა | 8.06% |
სამთომომპოვებით მრეწველობა | 7.65% |
ოპერაციები უძრავი ქონებით | 6.66% |
დამამუშავებელი მრეწველობა | 4.80% |
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება | 3.71% |
პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ | 3.01% |
განათლება | 2.26% |
კომუნალური და პერსონალური მომსახურება | 1.84% |
ვაჭრობა, რემონტი | 1.79% |
სახელმწიფო მმართველობა | 1.68% |
ჯანმრთელობის დაცვა | 0.30% |
სოფლის მეურნეობა | 0.03% |
კავშირგაბმულობა | -0.17% |
ტრანსპორტი | -0.85% |
წყარო: საქსტატი