ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 56.6 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო იანვარ-ივლისში, ჯამში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 347 მლნ ლარია, რაც გასული წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე 23%-ით (65 მლნ ლარით) მეტია. გასული წლის ივლისში ბანკების მოგებამ 39 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.6%-ით ნაკლებია.
გრაფიკი – კომერციული ბანკების წმინდა მოგება. მლნ ლარებში: