კომერციული ბანკების მიერ დოლარში გაცემული სესხების მოცულობა იზრდება

კომერციული ბანკების მიერ დოლარში გაცემული სესხების მოცულობა იზრდება

2015 წლის თებერვალში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 501 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან, 70 მილიონი ლარით გაიზარდა ლარში გაცემული სესხები, ხოლო 431 მილიონით დოლარში გაცემული სესხები. შედეგად, საერთო სესხებში დოლარში გაცემული სესხების წილი 62.9%-დან 63.7%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დოლარში გაცემული სესხების ზრდიდან 98% გრძელვადიან სესხებზე მოდის.

თებერვალში ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 19.2%-დან 18.5%-მდე შემცირდა, ხოლო დოლარში 10.7%-დან 10.8%-მდე გაიზარდა.

11 მილიონი ლარით გაიზარდა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა. აქედან, 7 მილიონი მოდის დოლარით გაცემულ სესხებზე.